NBC – ტრამპის განცხადებით, „ძალიან გაბრაზებულია“ პუტინზე და თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მოახერხებს და იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ბრალია, ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინზე „ძალიან გაბრაზებულია“, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის სანდოობა.
„თუ მე და ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალია – რაც შეიძლება ასე არ იყოს… მაგრამ თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, სრულ ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის“, – განაცხადა ტრამპმა კვირას NBC News-თან სატელეფონო საუბრისას.
მისი თქმით, იქნება 25-დან 50 პროცენტამდე ტარიფი მათთვის, ვინც შეიძენს ნავთობს რუსეთიდან.
”ეს იქნება ის, რომ თუ თქვენ იყიდით ნავთობს რუსეთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ბიზნესის კეთებას შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს