NBC: სი ძინფინგმა ჯო ბაიდენს შეხვედრისას უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანს შეიერთებს

სან ფრანცისკოში -ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრისას ჩინეთის პრეზიდენტმა და პარტიის ლიდერმა სი ძინფინგმა თქვა, რომ ჩინეთი ტაივანს შეიერთებს. მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო ლიდერების საჯარო პროგნოზების საწინააღმდეგოდ, ზუსტი დრო ჯერ არ გადაუწყვეტიათ. ინფორმაციას NBC ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ სამ წევრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ბაიდენმა სი ძინფინგს სთხოვა, რომ ჩინეთმა ტაივანის საარჩევნო პროცესს პატივი სცეს, ხოლო სი ძინფინგმა უპასუხა, რომ მშვიდობას აფასებენ, თუმცა რაღაც ეტაპზე საკითხი საბოლოოდ უნდა გადაჭრან. მისივე თქმით, ჩინეთს ტაივანის შეერთება მშვიდობიანი და არა ძალისმიერი გზით ურჩევნია.
გამოცემა სამ ყოფილ და ამჟამინდელ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ჩინელმა მაღალჩინოსნებმა ბაიდენს სამიტამდე სთხოვეს, შეხვედრის შემდეგ განცხადება გაეკეთებინა, რომელშიც დაგმობდა ტაივანის დამოუკიდებლობას და მხარს დაუჭერდა ჩინეთის მიზანს, ტაივანი მშვიდობიანად შეიერთოს. თეთრმა სახლმა ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.
გამოცემა წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნების მიხედვით, სი ძინფინგისა და ს საუბარი პირდაპირი და გულახდილი იყო, მაგრამ კონფრონტაციული არ ყოფილა.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის წინა წლის პარტიულ ყრილობაზე, სი ძინფინგმა საჯაროდ თქვა, რომ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმებოდა, თუ საერთაშორისო მხარდაჭერით დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.