NBC: სი ძინპინმა ბაიდენს პირდაპირ უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანს შეიერთებს

სან-ფრანცისკოში სამიტის დროს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს პირდაპირ უთხრა, რომ ჩინეთი ტაივანს შეიერთებს, თუმცა როდის, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი – ამის შესახებ ინფორმაციას NBC სამ ამერიკელ მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა სამიტის დაწყებამდე ბაიდენს სთხოვეს, გაეკეთებინა საჯარო განცხადება შეხვედრის შემდეგ, სადაც იტყოდა, რომ მხარს უჭერს ჩინეთის მიზანს ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისა და არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. თეთრმა სახლმა ჩინეთის მოთხოვნა უარყო.
ჩინეთის ლიდერმა ბაიდენს ასევე განუცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ლიდერები შეცდნენ, როდესაც განაცხადეს, რომ სი ჯინპინი ტაივანის აღებას 2025-2027 წლებში აპირებდა. ამ განცხადებამ აშშ-ის ოფიციალური პირების ყურადღება მიიპყრო, ვინაიდან ჩინეთი ტაივანის მიმართ სულ უფრო აგრესიულია ს წინ.