NBC: საგანგებო წარმომადგენელი კელოგი მოლაპარაკების პროცესს რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს

აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი სა და რუსეთში, კით კელოგი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს, ს წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ინფორმაციას NBC News -ის ადმინისტრაციასა და რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გადამდგარი გენერალი “საეჭვოდ არ იმყოფებოდა” საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრებზე – თებერვალში რუს მომლაპარაკებლებთან, ასევე მიმდინარე კვირაში უკრაინელებთან – მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები მისი კომპეტენციის სფეროა, იხსენებს NBC.
ტელეკომპანიასთან საუბარში წყარო რუსეთიდან ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კელოგი ძალიან პროუკრაინულად განწყობილად მიიჩნია.
„კელოგი, ყოფილი გენერალი, ძალიან დაახლოებულია უკრაინასთან, ის არ არის ჩვენი კაცი, არაა იმ კალიბრის, როგორსაც ჩვენ ვეძებთ“, – განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის პირობით.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა NBC-ს დაუდასტურა, რომ რუსეთს არ სურდა კელოგის ჩართვა, წყაროსთვის უცნობია, როდის შეატყობინეს ეს თეთრ სახლს. კელოგის ოფისმა კომენტარზე უარი განაცხადა.
80 წლის კით კელოგი ს ერთგული მხარდამჭერია, მას ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დავაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.
აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ს უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.
კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ „ნამდვილად აღფრთოვანებულია ზელენსკით“.