NATO AI-სა და კოსმოსურ ტექნოლოგიების განვითარებაში 1 მლრდ ევროს დებს – Reuters

NATO-ს მოკავშირეების კონსორციუმმა დაადასტურა პირველი ტრანში კომპანიებისთვის, რომლებიც, ინოვაციების ფონდის ფარგლებში, 1 მილიარდი ევროს (1,1 მილიარდი დოლარი) მიიღებენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ალიანსმა ფონდის შესახებ 2022 წლის ზაფხულში, ში ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ისაუბრა. მაშინ განაცხადა, რომ ალიანსი ინვესტირებას გააკეთებდა ტექნოლოგიებში, რომლებიც გააძლიერებდა მის თავდაცვას. ფონდს მხარს უჭერს NATO-ს 32 წევრი ქვეყნიდან 24, მათ შორის ფინეთი და შვედეთი, რომლებიც ალიანსს ამ წლის დასაწყისში შეუერთდნენ.
სამშაბათს, 18 ივნისს, ნატოს ინოვაციების ფონდმა (NIF) დაადასტურა, რომ მან პირდაპირ ინვესტიცია მოახდინა 4 ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიაში, რომლებიც ალიანსს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გამოწვევების მოგვარებაში დაეხმარება.
NATO-მ ინვესტიცია ჩადო ლონდონში დაფუძნებული კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელ Fractile AI-ში, რომელიც მიზნად ისახავს შექმნას დიდი ენობრივი მოდელები, როგორიცაა ChatGPT და გერმანული კომპანია ARX Robotics-ში, რომელიც თვითმმართველ რობოტებს ავითარებს.
დანარჩენი 2 იყო ბრიტანული მწარმოებელი iCOMAT-ი და უელსური კომპანია Space Forge.
„სტრატეგიულ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფა საკვანძოა ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქის უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ფონდის მმართველმა პარტნიორმა ანდრეა ტრავერსონემ.