NATO $1.1 მილიარდის საარტილერიო ჭურვებს ყიდულობს | ჭურვების ნაწილი უკრაინას გადაეცემა

NATO-მ 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალისთვის 1.1 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ალიანსის განცხადების თანახმად, კონტრაქტით ნაყიდი ჭურვების ნაწილი ს მიეწოდება.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში გამართული ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ომი საბრძოლო მასალაზე დაფუძნებულ ბრძოლად იქცა.
ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ტერიტორია, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას სისტემებით, იარაღით და აღჭურვილობით, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს, იმიტომ რომ ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის და საზიანო სხვებისთვის…ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ პირდაპირ ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვუწევთ იმას, თუ რას აკეთებს , ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ამ ომის დაწყებიდან ჩვენ ორი მიზანი გვაქვს. პირველი, რომ დავეხმაროთ უკრაინას და მეორე, რომ თავიდან ავიცილოთ სრულმასშტაბიანი ომი რუსეთსა და ნატოს შორის. ” განაცხადა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს გენერალური მენეჯერის, სტეისი კამინგსის თქმით, ახალი კონტრაქტი არის ნათელი მაგალითი მოკავშირეების ერთად მუშაობისა, რათა შეიქმნას გრძელვადიანი მოთხოვნა და მხარდაჭერა გაეწიოს ნატოს მიზანს, რომ გაძლიერდეს წარმოება ევროპაში.
ალიანსმა შეთანხმება რამდენიმე მოკავშირის სახელით დადო. ისინი შესყიდულ ჭურვებს ან უკრაინას გადასცემენ, ან საკუთარი მარაგების შესავსებად გამოიყენებენ. კონტრაქტის საფუძველზე დაახლოებით 220 000 ჭურვს შეისყიდიან, პირველ მიწოდებას კი 2025 წლის ბოლოსთვის ელოდებიან.