NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნას ჩაატარებს

NATO ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ წვრთნას Steadfast Defender-ს ჩაატარებს. ამის შესახებ ალიანსის მთავარმა მეთაურმა კრის კავოლიმ განაცხადა.
“ალიანსი გამოავლენს თავის შესაძლებლობებს, გააძლიეროს ევროატლანტიკური ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების ტრანსატლანტიკური გადაადგილებით”, – განუცხადა ამერიკელმა გენერალმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ეროვნული თავდაცვის მეთაურების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ.
NATO-ს უდიდეს წვრთნაში, რომელიც მომდევნო კვირას დაიწყება და მაისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას დაახლოებით 90 000 ჯარისკაცი მიიღებს. კავოლის თქმით, ჯარები NATO-ს მოკავშირე ქვეყნებიდან და შვედეთიდან ჩავლენ.