NATO-ში პირველი უნდა შევიდეს – ელცინის კლინტონთან შეხვედრის დოკუმენტს ასაჯაროებს

აშშ-მ საჯარო გახადა დოკუმენტები, რომელთაგან ერთ-ერთში საუბარია, რომ ს ყოფილი პრეზიდენტი, ბორის ელცინი რუსეთის NATO-ში შესვლას ემხრობოდა.

გასაჯაროებული დოკუმენტი შეეხება ბორის ელცინის -ს ყოფილ პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან შეხვედრას, რომელიც 1994 წლის 13 იანვარს, ნოვო-ოგარევოში შედგა. ანგარიში, რომელიც აშშ-ს საელჩოს რუსეთში გაგზავნილი ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, აღწერს ვახშამზე გამართულ საუბრებს.

დოკუმენტის მიხედვით, ელცინმა კლინტონს უთხრა: “ნამდვილად გეთანხმებით NATO-ზე” და დაამატა, რომ “რუსეთი უნდა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც NATO-ს უნდა შეუერთდეს”. დოკუმენტის მიხედვით, ელცინი ამბობდა, რომ ამის შემდეგ უნდა გაწევრიანებულიყვნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები.

ამას გარდა, ანგარიშის მიხედვით, ელცინმა კლინტონს შესთავაზა შეექმნათ “გარკვეული სახის კარტელი” აშშ-ს, რუსეთისა და ევროპელების მონაწილეობით, რათა “უზრუნველეყოთ მსოფლიო უსაფრთხოების გაუმჯობესება”. დოკუმენტის მიხედვით, კლინტონმა მას ფრთხილი პასუხი გასცა და ყურადღება “კარტელზე” ან რუსეთის NATO-ში გაწევრიანებაზე არ გაუკეთებიათ.

ამას გარდა, ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ელცინი შეეხო საქართველოსა და მოლდოვასაც, თქვა, რომ სისხლის ღვრის შეწყვეტა სურდა და დაამატა: “იმპერიული მისწრაფებების ბრალდებები გვაზიანებს და არასწორია”.

მსგავსი დოკუმენტები წარსულშიც გავრცელებულა. ერთ-ერთ მათგანში ელცინი კლინტონს ეუბნებოდა: “ევროპა დაგვითმეთ”. დათმობის არგუმენტად რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ამბობდა, რომ რუსეთი ევროპაშია და აშშ არა.

“შეგიძლია აიღო ყველა სხვა ქვეყანა და ისინი უსაფრთხოებით უზრუნველყო. მე წავიღებ ევროპას და მათ მივაწოდებ უსაფრთხოებას”. – ამბობდა ელცინი 2020 წელს გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა