NATO უკრაინის დახმარებას აძლიერებს | შეხვედრა “რამშტეინის” ბაზაზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის დახმარებას აძლიერებს. NATO-ს შტაბბინაში დღეს გაფორმდა მილიარდზე მეტი ღირებულების კონტრაქტი საარტილერიო ჭურვების შეძენაზე, რომლების უდიდესი ნაწილი ს გადაეცემა. ამ წუთებში კი NATO-ს წევრი ქვეყნები რამშტაინის ბაზაზე არიან შეკრებილი. წლის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ამერიკიდან ხელმძღვანელობს, უკრაინისთვის გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელებენ. NATO-ს პარალელურად ევროკავშირის დღის წერიგში რჩება უკრაინისთვის ყველაზე მასშტაბური დახმარების გამოყოფის საკითხი.