NATO-ს უმაღლესი სარდლის თქმით, ხარკოვში წინსვლისთვის რუსეთს საკმარისი ძალები არ ჰყავს

16 მაისს NATO-ს უმაღლესმა სარდალმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ს შეიარაღებულ ძალებს ხარკოვის ოლქში საკმარისი ჯარისკაცები არ აქვს გაგზავნილი, რათა სტრატეგიული გარღვევა მოახერხოს.
NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესი მთავარსარდლის, კრისტოფერ კავოლის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინული ძალები რეგიონში პოზიციების შენარჩუნებას შეძლებენ.
წინა კვირას, რუსეთმა ხარკოვის ოლქში ახალი იერიში წამოიწყო, რის გამოც ს რამდენიმე სოფლიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოუწია.
“რუსეთს საჭირო რიცხვები არ აქვთ სტრატეგიული გარღვევისთვის”. – განაცხადა კავოლიმ NATO-ს ბრიუსელის შტაბ ბინაში პრესკონფერენციისას.
“უფრო მეტიც, მათ საკმარისი ცოდნა და შესაძლებლობები არ გააჩნიათ ამის გასაკეთებლად, რომ იმოქმედონ ისეთ საჭირო მასშტაბებზე, რათა ნებისმიერი გარღვევა სტრატეგიულ უპირატესობად გამოიყენონ”. – თქვა NATO-ს მოკავშირეთა ევროპის უმაღლესმა მთავარსარდალმა.
კავოლის თქმით, რუსებს “აქვთ შესაძლებლობა, რომ ლოკალური წინსვლა შეძლონ და ზოგჯერ ამასაც ახერხებდნენ. ამასთანავე, მათ ლოკალური დანაკარგებიც განიცადეს”.