NATO-ს სამიტის წინ, ჩინეთმა და ბელარუსმა პოლონეთის საზღვართან ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

ჩინეთის და ბელარუსის ჯარებმა 8 ივლისს ქალაქ ბრესტთან, პოლონეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში ერთობლივი წვრთნები დაიწყეს. მანევრები სახელწოდებით არწივის თავდასხმა 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 19 ივლისს დასრულდება.
“ანტიტერორისტული წვრთნების ფარგლებში, ორივე ქვეყნის სამხედრო პერსონალი ივარჯიშებს ღამე დაშვებაზე, წყლის დაბრკოლებების გადალახვასა და [ურბანულ გარემოში] ოპერაციების ჩატარებაზე”. – დაწერა ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ Telegram-ზე.
იმავე პლატფორმაზე ქვეყნის თავდაცვის უწყებამ, შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დემონსტრირებისთვის, წვრთნებთან დაკავშირებით გაავრცელა სხვა პოსტებიც.
“NATO-ს დაჯგუფება ბელარუსის საზღვარზე სწრაფად იზრდება, რაც იწვევს რეგიონში დაძაბულობის ზრდას”. – წერია ერთ-ერთ პოსტში, რომელიც შეიცავს მუქარას “მკაცრ რეაქციაზე” თუ ვინმე “გადაკვეთს ბელარუსის საზღვრებს”.
ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, ვლადიმირ კუპრიანიუკის თქმით, წვრთნები პასუხია “ბელარუსის მიმართ დასავლეთის აგრესიულ საგარეო პოლიტიკასა” და “უკრაინულ პროვოკაციაზე”.
ჩინეთისა და ბელარუსის წვრთნები NATO-ს ვაშინგტონში გასამართი სამიტის წინა დღეს დაიწყო. 9-11 ივლისს დაგეგმილი სამიტის ძირითად განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის დახმარებაც.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გასულ კვირას თქვა, რომ პოლონეთი და ლიტვა სამიტზე დააყენებენ საზღვრების დაცვის საკითხსაც.
“ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე, ისევე, როგორც ლატვიის, ლიტვისა და ს საზღვრებზე”. – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.
ბელარუსი 4 ივლისს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) მე-10 წევრი გახდა. პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, რომ აღნიშნული ჯგუფი დასავლური გავლენის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი წონის მქონე ორგანიზაციად ჩამოაყალიბონ. წევრ ქვეყნებს შორის არიან ირანი, და ინდოეთიც.