NATO-ს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს – ამერიკის ხმა

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, 9-11 ივლისს, ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩაშვილი მიიწვიეს.
გამოცემამ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მათი მილეს მისწერა, მიიწვიეს თუ არა სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მილერმა გამოცემას ასე უპასუხა:
“პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პასუხიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ დარჩიაშვილია მიწვეული.
სამიტი ტარდება პროგრამის – პარტნიორობა მშვიდობისთვის ფარგლებში და გულისხმობს ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა შეკრებას. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა დარჩიაშვილი ღონისძიებაში მონაწილეობას. ამის გარკვევას “ნეტგაზეთი” საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას, უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება