NATO-ს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს – ამერიკის ხმა

“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, 9-11 ივლისს, ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩაშვილი მიიწვიეს.
გამოცემამ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს, მათი მილეს მისწერა, მიიწვიეს თუ არა სამიტზე პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. მილერმა გამოცემას ასე უპასუხა:
“პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის პასუხიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სამიტზე საქართველოდან მხოლოდ დარჩიაშვილია მიწვეული.
სამიტი ტარდება პროგრამის – პარტნიორობა მშვიდობისთვის ფარგლებში და გულისხმობს ალიანსის პარტნიორი ქვეყნების ლიდერთა შეკრებას. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა დარჩიაშვილი ღონისძიებაში მონაწილეობას. ამის გარკვევას “ნეტგაზეთი” საგარეო საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას, უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე შეგატყობინებთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს