NATO-ს მაღალჩინოსანი: აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფება გულწრფელია

რადიო თავისუფლება NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილ თანაშემწესა და ამჟამად ში ალიანსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, პატრიკ ტერნერს ესაუბრა. ტერნერის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO-სკენ მისწრაფება გულწრფელია.
მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი გაწევრიანებას არავის აძალებს.
“საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ NATO-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც NATO-ში გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან… როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. NATO-ს არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. NATO-ს მიდგომა ასეთია – რასაც ვხედავთ კიდეც უკრაინასთან მიმართებაში – არსებობს სტანდარტები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ, ამის შემდეგ კი ალიანსი იმსჯელებს, და კონსენსუსზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას. და რაც შეეხება საქართველოს NATO-ში გაწევრებას, ვფიქრობ, სტანდარტებსაც რომ აკმაყოფილებდეთ, ეს მაინც რთული გამოწვევა იქნებოდა, როგორც მოკავშირეებისთვის, ასევე თავად საქართველოსთვის.” – უპასუხა ტერნერმა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ვაჟა თავბერიძის შეკითხვას, რომელიც ვაშინგტონის სამიტის ჩანაწერს ეხებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ