ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციის თანახმად, სტოლტენბერგი საქართველოში 18 მარტს, ბაქოდან გამოფრინდება.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
გასაჯაროებული განრიგის მიხედვით, 17-დან 19 მარტამდე პერიოდში სტოლტენბერგს ვიზიტები ასევე დაგეგმილი აქვს სომხეთსა და აზერბაიჯანში.