NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბერლინში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის მომდევნო სამიზნეა.
სწორედ ამიტომ, ის ამბობს, რომ NATO-მ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა, რათა ომი მის დაწყებამდე შეაჩეროს.
მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ NATO-ს შეუძლია და აუცილებლად გასცემს ძლიერ პასუხს.
“დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ თუ რა პოზიციაშია NATO და რა უნდა გავაკეთოთ, რათა ომი მის დაწყებამდე შევაჩეროთ. ამის გასაკეთებლად კი საფრთხის შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს: რუსეთის შემდეგი სამიზნე ჩვენ ვართ და ჩვენ უკვე საფრთხის ქვეშ ვართ”, – თქვა მარკ რუტემ.
მან ასევე ისაუბრა უკრაინის ომზე და თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოება მჭიდროდა არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოებასთან.
“უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ჩექმის ქვეშაა, პუტინის ძალები ზეწოლას ახდნენ NATO-ს უფრო გრძელ საზღვრებზე, რაც საგრძნობლად ზრდის ჩვენზე შეიარაღებული თავდასხმის საფრთხეს. ეს ნამდვილად საჭიროებს გიგანტურ ცვლილებებს შეკავებისა და თავდაცვის სისტემაში.




