NATO-ს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს შესახებ საუბარი მხოლოდ ერთ მონაკვეთშია და ქვეყანა ერთხელაა მოხსენიებული.
“არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის, უკანანო ანექსიას. ასევე რუსეთს მოვუწოდებთ, გაიყვანოს მთელი თავისი უნებართვოდ მყოფი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან.” – წერია დეკლარაციაში.
შარშან ბრიუსელის სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოსთვის გამოყოფილი იყო მთლიანი პუნქტი და გამოთქმული იყო სრული მხარდაჭერა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითისთვის, 2022 წლის მადრიდის სამიტის დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ორჯერ იყო ნახსენები.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში ბალკანეთის რეგიონზე საუბრის დროს ნათქვამია, რომ NATO-სთვის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონეა შავი ზღვაც.