NATO-ს ახალი დეკლარაციის მიხედვით, უკრაინის გაწევრიანება შეუქცევადია

NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში წერია, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება შეუქცევადია.
“მაშინ, როცა აგრძელებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოს, ჩვენ გავაგრძელებთ მისი სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის, მათ შორის NATO-ს წევრობის შეუქცევადი გზის მხარდაჭერას.” – წერია დეკლარაციაში.
დეკლარაციაში ასევე წერია, რომ ალიანსის ქვეყნები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების მოწყობა და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
“უკრაინის მომავალი NATO-შია.” – წერია განცხადებაში.
აქამდე, ერთი კვირის წინ POLITICO-მ გაავრცელა ცნობა წყაროებზე დაყრდნობით, თითქოს ტრამპი მუშაობდა გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვების შემთხვევაში ს რუსეთთან მოლაპარაკებებსა და ტერიტორიის ნაწილის დათმობას აიძულებდა, NATO კი დადებდა პირობას, რომ უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით აღარ გაფართოვდებოდნენ.