NATO-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაშია – “უკრაინის გამარჯვება პრიორიტეტი და პრივილეგიაა”

NATO-ს ახალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე კიევში ჩავიდა – ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუტემ შეხვედრა პრეზიდენტ სთან გამართა.
“ეს ჩემი მეხუთე ვიზიტია ში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ერთად ჩვენ ვეწვიეთ ხარკივს, ოდესას და, რა თქმა უნდა, უამრავი შეხვედრა გავმართეთ კიევში.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა, რათა აბსოლუტურად მკაფიოდ მეჩვენებინა თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის და ყველასთვის, ვინც თვალს ადევნებს, რომ NATO აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩემი, როგორც ნატოს გენერალური მდივნის, პრიორიტეტად და პრივილეგიად მიმაჩნია ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა”, – თქვა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..