NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ახალი დრონსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება დაიწყო

გამოცემა Associated Press-ის ინფორმაციით, პოლონეთმა და რუმინეთმა ახალი იარაღის სისტემის განთავსება დაიწყეს რუსული დრონებისგან თავის დასაცავად მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბოლო თვეების განმავლობაში NATO-ს საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია.
AP-ს ცნობით, საუბარია ამერიკულ Merops-ის სისტემაზე, რომელსაც დრონების იდენტიფიცირება და შემდგომ ს გამოყენებით მათი ჩამოგდება შეუძლია, როცა მიმდინარეობს სატელიტური ან ელექტრონული კომუნიკაციების ჩახშობა. ამასთან, სისტემა საკმარისად მცირე ზომისაა, რათა მისი დამაგრება პიკაპის ტიპის ავტომობილზე მოთავსდეს.
NATO-ს სამხედრო მაღალჩინოსნებმა AP-ს განუცხადეს, რომ პოლონეთისა და რუმინეთის გარდა Merops-ს ც გამოიყენებს, რაც ზოგადად ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მხრივ ძალისხმევის ნაწილია.
მაღალჩინოსნების თქმით, ამ ზომების მიზანია, რუსეთთან საზღვარი იმდენად კარგად შეიარაღებული იყოს, რომ ს ძალებმა არც კი განიხილონ საზღვრის გადაკვეთა, ჩრდილოეთში ნორვეგიიდან, სამხრეთში თურქეთამდე.
tabula.ge