NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით, 21 სექტემბერს რუსული სამხედრო თვითმფრინავი ბალტიის ზღვის თავზე ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში შევიდა. გერმანიის საჰაერო ძალებმა რუსულ IL-20m სამხედრო თვითმფრინავზე თვალთვალის მიზნით ორი Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი გაგზავნა, რის შემდეგაც რუსული თვითმფრინავზე ადევნებისა და ესკორტირების პასუხისმგებლობა შვედეთს გადაეცა.
“ჩვენს სწრაფი რეაგირების დანაყოფს, რომელიც ორი Eurofighter-ისგან შედგებოდა, NATO-მ უცნობი თვითმფრინავის მეთვალყურეობა დაავალა, რომელსაც არც ფრენის გეგმა ჰქონდა და არც რადიოკავშირზე გამოდიოდა.” – ნათქვამია გერმანიის საჰაერო ძალების განცხადებაში.
მანამდე, 19 სექტემბერს, სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. წელს ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. ამის საფუძველზე ესტონეთმა NATO-ს მე-4 მუხლის შესაბამისად კონსულტაცია მოითხოვა, რომელიც 23 სექტემბერს არის დანიშნული.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”