NATO-სა და ევროკვაშირის წევრები უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავენ – სლოვაკეთის პრემიერმინისტრი

26 თებერვალს, პარიზში უკრაინსი ომთან დაკავშირებულ კონფერენციამდე ს პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ თქვა, რომ NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ში ჯარისკაცების გაგზავნას განიხილავს.
პრორუსული განწყობებით ცნობილი ფიცოს თქმით, ამაზე საუბარია “აკრძალულ დოკუმენტში”, რომლის განხილვასაც პარიზის კონფერენციაზე აპირებდნენ. მისი თქმით, დოკუმენტში საკითხები “შემაძრწუნებელია”.
“ეს თემები გულისხმობს იმას, რომ NATO-სა და ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას ორმხრივ საფუძველზე… არ შემიძლია ვთქვა, რა მიზნით წავლენ და იქ რას გააკეთებენ.” – თქვა ფიცომ.
ფიცოს თქმით, უკრაინაში ომი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ელოდნენ და ს მიმართ დასავლეთის სტრატეგია “სრულიად ჩავარდა”.
ფიცოს თქმით, მსგავსი გეგმები უკრაინის ომის ესკალაციის საფრთხეს ქმნის და დაამატა, რომ სლოვაკეთი მასში მონაწილეობას არ მიღებს.
უკვე პარიზის კონფერენციაზე კი, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნას განიხილავდნენ, რაზეც საუბარი, მისი თქმით, “ძალიან თავისუფლად და პირდაპირ” მიმდინარეობდა.

tabula.ge