NATO-მ რუსეთს საბრძოლო მასალის წარმოებაში გადაასწრო – ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტეს თქმით, NATO-მ რუსეთს საბრძოლო მასალის წარმოებაში გადაასწრო.
მან ბუქარესტში გამართულ ფორუმზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სგან მომდინარე საფრთხე მიმდინარე ომის დასრულების შემდეგაც არ გაქრება, რადგან ეს ქვეყანა როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში, კვლავ დესტაბილიზაციის წყაროდ დარჩება.
რუტეს თქმით, მარტო არ მოქმედებს – ის თანამშრომლობს ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ირანთან და სხვა სახელმწიფოებთან, რითაც მის თავდაცვით თანამშრომლობას უპრეცედენტო დონემდე აძლიერებს.
გენერალური მდივნის განცხადებით, ეს ქვეყნები ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადებიან და მსოფლიო წესრიგის დასარღვევად ერთობლივად მუშაობენ.
რუტემ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევებისთვის მოსამზადებლად ალიანსმა აუცილებელია ყურადღება სამ ძირითად ფაქტორზე გაამახვილოს: შეიარაღების რაოდენობის, კრეატიულობისა და თანამშრომლობის გაზრდაზე.
მისივე თქმით, ნატოს ქვეყნებს უკვე გააჩნიათ ყველაზე თანამედროვე სისტემები, რაც მათ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა საჭიროა წარმოების მოცულობის ზრდის გაგრძელება და სწრაფი მიწოდების ქსელების შექმნა.
“ჩვენ უკვე შევცვალეთ საბრძოლო მასალის წარმოების ბალანსი. ცოტა ხნის წინ რუსეთი უფრო მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებდა, ვიდრე ყველა ნატოს მოკავშირე ერთად. ახლა ეს ასე აღარაა” – განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, ნატოს ტერიტორიაზე ათეულობით ახალი საწარმოო ხაზი იხსნება და არსებული საწარმოები უფრო ძლიერდება – შედეგად, ალიანსის შეიარაღების წარმოების მოცულობა ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალია.
“ახლა საჭიროა ამ პროგრესზე დაყრდნობა სხვა სფეროებშიც – მოწინავე საჰაერო თავდაცვიდან დაბალბიუჯეტიან დრონსაწინააღმდეგო იარაღებამდე” – დაასკვნა რუტემ.