NATO-ზე უარის სანაცვლოდ, რუსეთი უკრაინას ომის დასრულებას ჰპირდებოდა | არახამია

ს, ნატოზე უარის სანაცვლოდ, ომის დასრულებას ჰპირდებოდა” – ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერმა, მ, 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

არახამიამ შეთავაზებაზე უარი ახსნა იმით, რომ NATO-სკენ სწრაფვა უკრაინის კონსტიტუციაშია გაწერილი. ამას გარდა, ისინი რუსეთს არ ენდობოდნენ.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მოლაპარაკებების შესახებ იცოდნენ და ნანახი ჰქონდათ შეთანხმებების შავი ვერსიები, თუმცა ისინი გადაწყვეტილებას უკრაინის ნაცვლად არ იღებდნენ და მათ მხოლოდ რჩევების მიცემა შეეძლოთ.
“რუსები თითქმის ბოლომდე იმედოვნებდნენ, რომ ზეწოლას მოახდენენ შეთანხმების ხელმოწერამდე, რათა ჩვენ ნეიტრალიტეტს დავთანხმებოდით. ეს მათთვის უდიდესი საქმე იყო. მზად იყვნენ, რომ ომი დაემთავრებინათ, თუ როგორც ოდესღაც ფინეთი, ჩვენც დავთანხმებოდით ნეიტრალიტეტს და ავიღებდით ვალდებულებას, რომ NATO-ში არ შევიდოდით. ფაქტობრივად, ეს მთავარი პუნქტი იყო. ამაზე, რომ დავთანხმებულიყავით უნდა შეგვეცვალა კონსტიტუცია. მეორეც, არ არსებობს ნდობა რუსების მიმართ, რომ რუსები ამას შეასრულებდნენ. ხელი რომ მოგვწერა ისინი შემოვიდოდნენ უფრო მომზადებულები,” – ამბობს არახამია.