NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას – ხავიერ კოლომინა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO -ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო ს ჩატარებას ეხმაურება.
„NATO არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში გამართული არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, – წერს კოლომინა სოციალურ ქსელში.