NASA-ს თანამშრომელთა დაახლოებით 20 პროცენტს დაითხოვენ

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოს, NASA-ს, თანამშრომელთა დაახლოებით 20 პროცენტი დატოვებს, საუბარია 3 870 ადამიანზე. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
„სამუშაო ძალის ოპტიმიზაციისა და აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად, NASA იწყებს სამუშაო ძალის შემცირების ეტაპობრივ მიდგომას“, – განაცხადეს სააგენტოში.
იანვრიდან -ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია ახორციელებს მასშტაბურ რეორგანიზაციას სამთავრობო უწყებებსა და კვლევით ინსტიტუტებში. ივლისში ტრამპმა ტრანსპორტის მდივანი შონ დაფი ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ივნისში, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა SpaceX-თან მრავალმილიარდიანი კონტრაქტების დეტალური განხილვა დაიწყო ტრამპსა და მასკს შორის საჯარო დაპირისპირების ფონზე.