ფოტო: NASA
11
წაკითხვა
და, აი, ისიც! — ხომალდ Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა, ბოლო 50 წლის შემდეგ პირველად კი ასტრონავტები მთვარისაკენ მიემართებიან.
მთავარი ძრავის რამდენიმე წუთით ჩართვა მისიის მე-2 დღის მთავარი აქტივობა იყო, რომელიც 5 წუთსა და 50 წამს გაგრძელდა. ეს 3 აპრილს, გამთენიისას, მოხდა. ეკიპაჟის სავარძლებს უკან მომსახურების მოდულში მთავარი ძრავა ამუშავდა, Orion-ის სიჩქარე კი ამან საათში ათასობით კილომეტრით გაზარდა. NASA-დან დოქტორი ლორი გლეიზი ამბობს, რომ პროცესმა “უნაკლოდ” ჩაიარა.
NASA-მ 2 აპრილს, ღამით, Artemis 2 მისია წარმატებით გაუშვა. 4 ასტრონავტი დედამიწის ორბიტაზე გავიდა, თუმცა ერთი დღე ტექნიკური შემოწმება იყო საჭირო, სანამ ისინი მთვარისაკენ შეძლებდნენ წასვლას.
კაფსულის შიგნიდან კანადელმა ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა მისიის მართვის ცენტრს რადიოკავშირით გადასცა: “კაცობრიობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რისი ძალა შეგვწევს”. დასძინა, რომ მთვარისაკენ ეკიპაჟს ქვემოთ მყოფთა მომავლის იმედები მიუძღვის წინ.
მთავარი ძრავის ჩართვის შედეგად Orion ერთგვარ მარყუჟოვან ტრაექტორიაზე გადის, რომელიც ეკიპაჟს მთვარის შორეულ მხარეს გაიყვანს; შემდეგ გრავიტაცია მათ ისევ დედამიწისაკენ დააბრუნებს. ისინი დედამიწიდან იმაზე შორს წავლენ, ვიდრე ადამიანებს ოდესმე მოუხერხებიათ — შესაძლოა, Apollo 13-ის 1970 წელს დამყარებულ რეკორდსაც კი გადააჭარბონ.
ცხადია, უკან დასაბრუნებელი გზაც არსებობს: გაუთვალისწინებელ შემთხვევაში კონტროლიორები მაინც შეძლებენ, ეკიპაჟი დედამიწაზე დააბრუნონ. მეორე მხრივ, პირველი 36 საათის შემდეგ ტრაექტორიაზე დარჩენა და ბუნებრივად დაბრუნება უფრო მარტივი იქნება.
Orion-ის პროგრამის მენეჯერმა, ჰოვარდ ჰიუმ, ძრავის ამუშავების შემდეგ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “რა მშვენიერი ორი დღე იყო”.
ასევე იხილეთ:
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?4140 ნახვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს4022 ნახვა
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება3367 ნახვა
ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა — მიზეზი ახლაც უცნობია3284 ნახვა
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს1748 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
რამდენიმე საათში Orion-ის მთავარი ძრავა უნდა ჩაირთოს — Artemis 2-ის გადამწყვეტი ეტაპი
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
Artemis 2-ის მისია წარმატებით გაეშვა — რა ხდება ახლა
ხელოვნური ინტელექტი
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
როცა მაცივარი ჩვენ მაგივრად ფიქრობს — ცხოვრების ეს 3 სფერო AI-მ გამორჩეულად შეცვალა
გადახედვა
კოსმოსი
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
1972 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ასტრონავტები მთვარისკენ გაგზავნა
მეცნიერება
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
გადახედვა
კოსმოსი
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
ტესტი: რამდენად არჩევ მითებსა და რეალობას მთვარის შესახებ
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები გამოჩნდნენ — ფრენის ფანჯარა რამდენიმე საათში გაიხსნება
გადახედვა
კოსმოსი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
სად ვუყუროთ მთვარისაკენ ასტრონავტების გაშვებას — პირდაპირი ეთერი
გადახედვა
კოსმოსი
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
გადახედვა
ადამიანი
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
