NASA მთვარეზე ბაზის აშენებას გეგმავს, მარსზე ბირთვულ კოსმოსურ ხომალდს გაგზავნის

-ს კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ განაცხადა, რომ აუქმებს მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის განთავსების პროგრამას და მის ნაცვლად, დაახლოებით $20-მილიარდიან პროექტს მვარის ზედაპირზე ბაზის ასაშენებლად გამოიყენებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯარე აიზეკმენის თქმით, განახლებული გეგმა ასევე მოიცავს ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე კოსმოსური ხომალდის გაგზავნას მარსზე, რომლის გაშვებაც 2028 წლამდე იგეგმება.
NASA-ში აცხადებენ, რომ ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს მთვარეზე ადამიანის ხანგრძლივი ყოფნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას, მათ შორის, რობოტული ლენდერებისა და დრონების გამოყენებას, ბირთვული ენერგიის დანერგვასთან ერთად.
პროექტი დაკავშირებულია Artemis program-სთან, რომლის მიზანიც მთვარეზე ადამიანის დაბრუნებაა. პროგრამა მიმდინარეობს გლობალური კოსმოსური კონკურენციის ფონზე, რის ფარგლებშიც მთვარეზე ასტრონავტების გაგზავნას ჩინეთიც გეგმავს.