ბრაუზერ Firefox-ის შემქმნელის, Mozilla-ს მთავარ აღმასრულებელ დირექტორად, ენტონი ენზორა-დემეო დაინიშნა – ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
ის დროებით აღმასრულებელ დირექტორს, ლორა ჩემბერსს შეცვლის, რომელიც კომპანიას ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ჩემბერსი Mozilla-ს დირექტორთა საბჭოში დარჩება.
ცოტა ხნის წინ ენზორ-დემეო Firefox-ის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობას აჯიტ ვარმა დაიკავებს.
Mozilla-ს ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა გამოაცხადა Firefox-ის ეკოსისტემისა და Mozilla-ს პროდუქტების ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ფუნქციებით გაფართოების განზრახვა. ამავდროულად, ის გეგმავს, შეამციროს კომპანიის დამოკიდებულება საძიებო სისტემიდან მიღებულ შემოსავალზე მომდევნო სამი წლის განმავლობაში.




