Mondelez–მა, აქციების გამოსყიდვის ახალი, 9 მილიარდი დოლარის პროგრამა დააანონსა

ამერიკულმა Mondelez International-მა, მსოფლიოში სურსათის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, დააანონსა აქციების გამოსყიდვის ახალი პროგრამა, რომლის ღირებულებაც 9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული, ახალი პროგრამა 2025 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 2027 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ის ჩაანაცვლებს წინა გამოსყიდვის პროგრამას, რომლის დასრულება 2025 წლის 31 დეკემბერს იყო დაგეგმილი. ამ პროგრამის ფარგლებში 6 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი გამოუყენებელი დარჩა.
interfax