Mobil – ინოვაციის სიმბოლო საუკუნოვანი მემკვიდრეობით

გამ­ძლე­ო­ბა ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში, ძრა­ვის დაც­ვა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე – გლო­ბა­ლუ­რი სა­ცხებ-სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის წამ­ყვა­ნი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დის Mobil-ის ის­ტო­რია სა­უ­კუ­ნე­ზე მეტს ით­ვლის. აწარ­მო­ებს ზე­თებ­სა და ლუბ­რი­კან­ტებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო, ინ­დუსტრი­უ­ლი, სა­ა­ვი­ა­ციო და სა­ზღვაო სფე­რო­ე­ბის­თვის. ის იყო პირ­ვე­ლი, ვინც აშშ-ში რე­აქ­ტი­უ­ლი ავი­ა­ცი­უ­რი საწ­ვა­ვის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

ExxonMobil-მა სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­ცხებ-სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის შექ­მნას. ბრენ­დი დღეს უკვე ასო­ცირ­დე­ბა ინო­ვა­ცი­ას­თან, შეს­რუ­ლე­ბის სა­ი­მე­დო­ო­ბას­თან და უკომ­პრო­მი­სო ხა­რისხთან.

Mobil-ის მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი

  • ძრა­ვის დაც­ვა და ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე – Mobil 1-ის ზე­თე­ბი ცნო­ბი­ლია ხა­რის­ხით და ძრა­ვას იცავს ცვე­თის­გან, ნა­ლე­ქი­სა და ჭუ­ჭყის­გან. აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში, რად­გან მას აქვს თერ­მუ­ლი და ოქ­სი­და­ცი­უ­რი მდგრა­დო­ბა.
  • Advanced Synthetic Technology – სრუ­ლად სინ­თე­ზუ­რი ფორ­მუ­ლა – Mobil 1 დამ­ზა­დე­ბუ­ლია მო­წი­ნა­ვე სინ­თე­ზუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ძრა­ვის სი­სუფ­თა­ვეს, აუმ­ჯო­ბე­სებს მუ­შა­ო­ბას მა­ღალ და და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რებ­ზე, იცავს ტურ­ბო და უშუ­ა­ლო ინ­ჟექ­ტო­რი­ან ძრა­ვებს.
  • საწ­ვა­ვის ეკო­ნო­მია – Mobil-ის და­ბალ­სიბ­ლან­ტი­ა­ნი ზე­თე­ბი ამ­ცი­რებს ძრა­ვის შიდა ხა­ხუნს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს საწ­ვა­ვის ეკო­ნო­მი­ას.

Mobil 1 იყო პირ­ვე­ლი სინ­თე­ზუ­რი ზეთი, რო­მე­ლიც 1974 წელს გა­მოჩ­ნდა. ის 70-ზე მეტ ავ­ტობ­რენდში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­გორც ძრა­ვის პირ­ვე­ლა­დი ჩას­ხმის ზეთი. მუ­შა­ობს ექ­სტრე­მა­ლურ ტემ­პე­რა­ტუ­რებ­ზე: -40°C-დან +150°C-მდე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Mobil-ის სინ­თე­ზუ­რი ზე­თე­ბის გა­მოც­და თავ­და­პირ­ვე­ლად ისეთ ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რომ NASA-მ მათი ფორ­მუ­ლე­ბის ნა­წი­ლი სა­კუ­თარ პროგ­რა­მებ­შიც კი ჩარ­თო — ფაქ­ტმა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ზეთი სტა­ბი­ლუ­რო­ბას მა­ღა­ლი წნე­ვის, სი­ცხი­სა და სი­ცი­ვის პი­რო­ბებ­შიც კი ინარ­ჩუ­ნებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ Porsche-ს ყვე­ლა ახა­ლი მო­დე­ლი ქარ­ხნი­დან გა­მო­დის სწო­რედ Mobil 1-ით შევ­სე­ბუ­ლი ძრა­ვით — ეს პარტნი­ო­რო­ბა ხაზს უს­ვამს ხა­რისხსა და ინ­ჟინ­რულ სი­ზუს­ტეს.

Mobil აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს გა­რე­მოს­დაც­ვით ინი­ცი­ა­ტი­ვებ­ში, სა­სა­ქონ­ლო შე­ფუთ­ვის გა­და­მუ­შა­ვე­ბის პროგ­რა­მებ­ში. ბრენ­დის მი­ზა­ნია, დამ­დე­გი ათწლე­უ­ლის­თვის გახ­დეს უფრო ნახ­შირ­ბად­ნე­იტ­რა­ლუ­რი მწარ­მო­ე­ბე­ლი.

Mobil-ის ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტე­ბი

  1. Mobil 1 – პრე­მი­უმ სინ­თე­ზუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ზეთი, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია მა­ღა­ლი წარ­მა­დო­ბის ძრა­ვე­ბის, ტურ­ბო ძრა­ვე­ბი­სა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის­თვის. გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­სუფ­თა­ვით, საწ­ვა­ვის ეკო­ნო­მი­ით და ძრა­ვას იცავს ცვე­თის­გან. ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სპორ­ტში (F1, NASCAR), ისე – ყო­ველ­დღი­ურ ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში.
  2. Mobil Super – მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სინ­თე­ზუ­რი ან ნა­ხევ­რად სინ­თე­ზუ­რი ზე­თე­ბის სე­რია, ხელ­მი­საწ­ვდო­მი და სა­ი­მე­დო პრო­დუქ­ტი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბის­თვის. იცავს ძრა­ვას ცვე­თის­გან და უნარ­ჩუ­ნებს სი­სუფ­თა­ვეს.
  3. Mobil Delvac – გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მძი­მე სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, ავ­ტო­ბუ­სე­ბის, სპეც.ტე­კიქ­ნი­სა და დი­ზელ­ზე მო­მუ­შა­ვე ძრა­ვე­ბის­თვის. პო­პუ­ლა­რუ­ლია ლო­გის­ტი­კის, სამ­შე­ნებ­ლო და აგ­რა­რულ სექ­ტო­რებ­ში. იცავს ძრა­ვას მძი­მე დატ­ვირ­თვი­სა და შორ გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში.
  4. Mobil Industrial – ინ­დუსტრი­უ­ლი ლუბ­რი­კან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ქარ­ხნებ­სა და სა­წარ­მოო სის­ტე­მებ­ში. მო­ი­ცავს ჰიდ­რავ­ლი­კუ­რი, კომ­პრე­სო­რის, ტურ­ბი­ნის ზე­თებს, სა­პო­ხებს და სხვა. შექ­მნი­ლია რთულ და ინ­ტენ­სი­ურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის.

Mobil – სუ­პერ­ქა­რე­ბის რჩე­უ­ლი ბრენ­დი

სა­ცხებ-სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის წამ­ყვან ამე­რი­კულ ბრენ­დს ნდო­ბა უკვე გა­მო­უ­ცხა­დეს მსოფ­ლი­ოს ცნო­ბილ­მა ავ­ტომ­წარ­მო­ებ­ლებ­მა: Porsche, Mercedes-AMG, Honda და Toyota.

Mobil 1 გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მო­ტოს­პორ­ტში და არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ზეთი ავ­ტოს­პორ­ტის ისე­თი გი­გან­ტე­ბის­თვის, რო­გო­რე­ბიც არი­ან: Red Bull Racing (Formula 1), Porsche Motorsport, NASCAR-ის გუნ­დე­ბი, 24 Hours of Le Mans, Moto GP. შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ზე­თე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დის ექ­სკლუ­ზი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი „თე­გე­ტა მო­ტორ­სია“. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია mobil-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გენს სომ­ხეთ­სა და უზ­ბე­კეთ­ში.