MIT ORBIT – BTU კვლევების გენერაციულ AI პლატფორმას ნერგავს

MIT-ში შექმნილი კვლევების გენერაციული პლატფორმა ORBIT ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის ხდება ხელმისაწვდომი. ORBIT ახალი, ინოვაციური პროდუქტია, რომელიც აერთიანებს MIT-ს ცოდნის ბანკს, 5000-ზე მეტ სამეცნიერო სტატიას და სახელმძღვანელოს, მეწარმეობის 200-ზე მეტ კურსს, ლიტერატურას და წყაროებს დახურული სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზებიდან. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, MIT ORBIT-ის პლატფორმის გამოყენებით, შეიქმნება უნიკალური, სექტორული ანალიტიკის მასალა, კვლევითი ანგარიშები და სტატიები სხვადასხვა დარგის განვითარების პროგნოზების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ORBIT-ის დახმარებით, კიდევ უფრო გაიზრდება BTUAI-ს კვლევითი პოტენციალი, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე ქმნის დარგობრივ ანალიტიკას და სტატიებს, საგანმანათლებლო პროდუქტებს, თანამედროვე ბიზნესქეისებს და მულტიმედია მასალას.
კვლევის გარდა, პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, მიიღონ წვდომა მსოფლიოს წამყვან სამეწარმეო ბაზაზე, შექმნან პერსონალიზებული პროფილი, გენერაციული AI-ს დახმარებით დაგეგმონ განვითარების და სხვადასხვა ბაზრის ათვისების სტრატეგია, შექმნან ბიზნეს მოდელი, რომელიც ეფუძნება ბილ ოლეტის 24 ნაბიჯს წარმატებული ს შესაქმნელად, დაუკავშირდნენ და დაიწყონ პარტნიორობა MIT-ში დაფუძნებულ სტარტაპებთან, ისარგებლონ რეზიდენტი მეწარმეების (EIRs – Entrepreneurs in Residence) მიერ შემუშავებული რესურსებით და სხვა.
MIT ORBIT-ზე წვდომა გაეხსნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, აგრეთვე ყველა სტარტაპს, რომელიც თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია