MIT-სთან პარტნიორობით საქართველოში AI ეკოსისტემას BTU განავითარებს

AI ეკოსისტემის გაძლიერებას, რომელიც გულისხმობს ს სფეროში ცოდნის გაღრმავებას, ინოვაციური კვლევების წარმოებას, სტარტაპების მხარდაჭერას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს მოწინავე და ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტთან, MIT-სთან პარტნიორობით, Martin Trust Center-ის წევრობის ფარგლებში განახორციელებს.
აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს ქვეყანაში პირველი სტარტაპ აქსელერატორის შექმნას, რომლის ფარგლებშიც MIT-ს ექსპერტები ქართულ სტარტაპებთან სპეციალურ სესიებს გამართავენ. საერთაშორისო ანგელოზი ინვესტორებისგან და ვენჩურული ფონდებისგან მიღებული დაფინანსების შემდეგ, ანტრეპრენერებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე პრესტიჟულ სტარტაპ ღონისძიებას, Delta V-ს და ისარგებლონ ექსკლუზიური რესურსებით, რომელიც მხოლოდ წევრებისთვისაა ხელმისაწვდომი.
შეთანხმება აგრეთვე გულისხმობს ბაზრის კვლევის მსოფლიოს წამყვან AI ინსტრუმენტზე წვდომის გახსნას, MIT-ს მიერ შემუშავებული AI წიგნიერების ზრდის ახალი, უნიკალური პროექტის და მასალის გაზიარებას საქართველოში განსახორციელებლად, კვლევისთვის საჭირო უახლესი მასალის გაზიარებას, MIT-ს მიერ გამოცემული ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანის სერიის გაგრძელებას, MIT-ს პრემიუმ ღონიძიებებზე დასწრების შესაძლებლობას, MTC-ს წევრი ორგანიზაციების ნეთვორქინგ ღონისძიებებში მონაწილეობას, წვდომას MTC-ს სამეწარმეო საგანმანათლებლო მასალებზე, საქართველოში ყოველწლიურ AI სამიტზე MIT-ს დელეგატების ვიზიტს და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და MIT-ს აქტიური პარტნიორობა უკვე 6 წელს ითვლის. 2020 წელს BTU გახდა MIT-ს პროგრამა “გლობალური სტარტაპ ლაბის (GSL)” პირველი რეგიონული პარტნიორი. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში BTU-მ უმასპინძლა GSL აქსელერაციის პროგრამას, რომელსაც MIT-ს სტუდენტები უძღვებოდნენ. 2021 წელს კი BTU გახდა MIT-ს Martin Trust Center-ის პირველი წევრი კავკასიის რეგიონიდან. აღნიშნული წევრობის ფარგლებში სისტემატიურად ხორციელდება MTC-ს ექსპერტებისა და რეზიდენტი ანტრეპრენერების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება BTU-ს აუდიტორიისთვის. ჩატარდა ათობით საჯარო ლექცია, სემინარი და ტრენინგი როგორც BTU-ს სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, ისე BTU-ს ფართო ბენეფიციართა წრისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ქვეყანაში პირველად გაიმართა პრე-აქსელერაციის პროგრამა MTC-სთან პარტნიორობით.
გარდა ამისა, MTC-ს წევრობის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა და BTU-ს სასწავლო კურიკულუმებში ინტეგრირდა ორი წამყვანი სახელმძღვანელო მეწარმეობის კუთხით – ბილ ოლეტის „გამართული ანტრეპრენერობა – 24 ნაბიჯი წარმატებული სკენ“ და ბრედ ფელდისა და ჯეისონ მენდელსონის „ვენჩურული გარიგებები“. აღსანიშნავია, რომ BTU-მ ასევე უზრუნველყო აღნიშნული სახელმძღვანელოების ქართული ვერსიების საჯარო ხელმისაწვდომობა ბიბლუსის ქსელში.
BTU ასევე აქტიურად ცდილობს მნიშნვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებაში. ამის დასტურია BTU-ს არაერთი ინიციატა AI-ს კუთხით, მაგალთად როგორიცაა AI4Globe – ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ზრდა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებში მსოფლიოს მასშტაბით, ხელოვნური ინტელექტის პირველი რეგიონალური ლაბორატორია და მის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, პოდკასტებისა და ტრენინგების სერია, კვლევითი და საგანმანათლებლო ინიციატივები – AI ლექტორი, Women in AI, ჰაკათონები, სტარტაპ აქსელერატორები და ა.შ. ხელოვნურო ინტელექტის მიმართულებით MIT Martin Trust Center-თან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანწილად დაემხარება BTU-ს კიდევ უფრო მეტად განავითაროს AI-ს გარშემო განათლება და ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და მეწარმეობის დაახლოებას AI-სთან. აღნიშნული თანამშრმლობის ფარგლებში გაჩნდება ახალი და უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობები სტარტაპებისთვის, რომელთა პროდუქტებიც ეფუძნება AI-ს, ან რომლებიც AI-ს იყენებენ ოპერირების (საქმიანობის) პროცესში.
(R)