Microsoft, Amazon და Google რუსულ კომპანიებს ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას დაუბლოკავს

Microsoft, Amazon და Google 20 მარტიდან რუსულ კომპანიებს თავიანთ ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას შეუზღუდავენ. ამის შესახებ რუსეთში Microsoft-ის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორის Softline-ის შეტყობინებაშია ნათქვამი. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული კომპანიები ვერ შეძლებენ ამ პროდუქტების გამოყენებას ან მათში შემავალ მონაცემებზე წვდომას.
Microsoft-მა ეს გადაწყვეტილება ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებით ახსნა. მე-12 პაკეტი, რომელიც მიღებულია 2023 წლის 19 დეკემბერს, შეიცავს შეზღუდვებს ბიზნეს ინტელექტის (BI), მომხმარებელთა ურთიერთობის მართვის (CRM) და სხვა პროდუქტების პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზე.
Softline აცხადებს, რომ გაურკვეველია, ტექნიკურად როგორ მოხდება დაბლოკვა. 20 მარტიდან რუსი მომხმარებლები ვერც Google Drive-ში შენახული ფაილების ნახვას, რედაქტირებას ან ჩამოტვირთვას შეძლებენ.