Microsoft-ის ახალი კამპანია აღნიშნავს, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სადღესასწაულო ტრადიციების შემოქმედებითად გაცოცხლება. ვიდეორგოლი, სახელწოდებით „აქციე შენი დღესასწაული შედევრად“, რამდენიმე ადამიანს და მათ განსხვავებულ ასოციაციებს აერთიანებს. თითოეული მათგანი იმ მოგონებებს იხსენებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ძლიერ ემოციებს თუ გრძნობებს აღძრავს მათში.
„წელს უნიკალური სადღესასწაულო ტრადიციების აღნიშვნა გვინდა, რომლებსაც ადამიანები მთელ მსოფლიოში მიჰყვებიან. ხელოვნური ინტელექტისა და მაიკროსოფტის დიზაინერის მაგიით, ყველას შეუძლია საკუთარი მოგონებების გაცოცხლება თუ ლამაზი შედევრების შექმნა“, — ამბობს კეტლინ ჰოლი, Microsoft-ის ბრენდის მთავარი ხელმძღვანელი.
კამპანიის სრულყოფაზე კი კრეატიულმა სააგენტო McCann New York-მა იზრუნა. „შობა წელიწადის განსაკუთრებული დროა, სადაც მოგონებები და ტრადიციები მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს შორის ცოცხლდება. წარმოუდგენლად სასიამოვნო იყო ხალხის ისტორიების მოსმენა… მათი თვალები ისე ნათდებოდა, როცა ძვირფას ამბებს იხსენებდნენ, რომ ყველაფერი მეტად ხელშესახები ხდებოდა“, — აღნიშნავს შეინ მილინგტონი, სააგენტოს კრეატივ ხელმძღვანელი.