Microsoft-მა Bing Video Creator-ის უფასო AI ხელსაწყო გამოუშვა

Microsoft მომხმარებლებს შემოქმედებითობით თამაშის საშუალებას აძლევს და მათ Bing Video Creator-ის უფასო ხელსაწყოს სთავაზობს — მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე 5-წამიანი ვიდეოს შექმნაა შესაძლებელი, თანაც Bing-ის მობილური აპლიკაციით.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა OpenAI-ის Sora მოდელი უფასოდ საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი, მანამდე კი წინა ვერსიები მხოლოდ ChatGPT Plus-ისა და Pro-ს გამომწერებისთვის იყო გამიზნული… ახლა როგორც iOS-ისთვის, ისე Android-ისთვის არის ხელმისაწვდომი. უბრალოდ რაღაც სცენა უნდა აღუწეროთ, მაგალითად „კოლიბრი აქნევს ფრთებს ნელი კადრით“, შემდეგ კი AI ამ იდეას ვერტიკალურ 9:16 ფორმატში გააცოცხლებს. ხოლო ჰორიზონტალური ფორმატი განვითარების ეტაპზეა…
თითოეული მომხმარებელი ამ პროცესს 10 „სწრაფი“ გენერაციით იწყებს, რა დროსაც ვიდეოები წამებში იქმნება. ხოლო, როგორც კი მათ ამოწურავთ, ახალი ვიდეოების სწრაფად დაგენერირებას Microsoft Rewards-ის ქულებით შეძლებთ. Standard კი კვლავ უფასო იქნება და მის დამუშავებას რამდენიმე წუთი დასჭირდება.
მომხმარებლებს შეუძლიათ, სამი ვიდეო ერთდროულად მოითხოვონ, მიღებული შედეგები კი 90 დღის მანძილზე შეინახება, მზად იქნება ჩამოსატვირთად თუ სოციალურ პლატფორმებზე გასაზიარებლად. ინსტრუმენტი იმისთვისაა შექმნილი, რომ AI-ით ვიდეოების გენერირება უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და მათთვის კინოს მაგიაც უფრო ხელშესახებად აქციოს, რადგან, შესაძლოა, არ ჰქონდეთ ბიუჯეტი ან უნარები კომპლექსური ვიდეოს რედაქტირებისთვის.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არც არის, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ხელსაწყოს „AI ვიდეოების გენერირების დემოკრატიზაციის გზად“ მიიჩნევს. მართალია, ახლა Bing Video Creator მხოლოდ მოკლე ვიდეოების გაკეთებას სთავაზობს მომხმარებლებს, მაგრამ Microsoft კონტენტის გახანგრძლივებაზეც ფიქრობს. ამ ეტაპისთვის კი ხელსაწყო ექსპერიმენტებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ…
marketer.ge