Microsoft-ი რუსულ კომპანიებისთვის ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას დახურავს

ამერიკულმა კორპორაციამ Microsoft-მა წერილი გაუგზავნა რუსულ კომპანიებს, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის 20 მარტიდან დახურავს წვდომას თავის ღრუბლოვან პროდუქტებზე რუსული ორგანიზაციებისთვის. ამის შესახებ RBC ს IT ბაზრის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაცია გამოცემისადმი მიწერილი წერილის შესახებ დაადასტურა კომპანიათა ჯგუფმა Softline-მა . Softline-ის PR დირექტორმა სვეტლანა აშჩეულოვამ განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია მიიღო ამაზონისგან.
„ამასთან დაკავშირებით, კომპანია Softline ჯგუფმა გაავრცელა გაფრთხილება Microsoft-ის, Amazon-ისა და Google-ის ღრუბლოვანი პროდუქტებისა და სერვისების ფუნქციონირების შესაძლო ფუნქციონალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშჩეულოვამ.
მისი თქმით, ამ დღიდან შეწყდება წვდომა ღრუბლოვან პროდუქტებზე, როგორიცაა Power BI, Dynamics CRM და ა.შ. „ჩვენ ველით, რომ შეჩერება ასევე იმოქმედებს ღრუბლოვან პროგრამებზე, რომლებიც შეიცავს ამ პროდუქტებს,“ – თქვა რუსი დეველოპერის წარმომადგენელმა.
წერილში Microsoft-მა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების გამო, ის ვერ შეძლებს რუსეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებუსთვის „გარკვეული მართვის ან დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების) მიწოდებას.“
“Microsoft-მა უნდა შეწყვიტოს ეს გამოწერები 2024 წლის 20 მარტამდე, ევროკავშირის მომავალ მითითებებამდე. 2024 წლის 20 მარტის შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ Microsoft-ის ამ პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომას,ასევე მათში შენახული ნებისმიერი მონაცემზე,“ – ნათქვამია კომპანიის წერილში.
ეს გამოწვეულია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტით, რომელიც 2023 წლის 19 დეკემბერს იქნა მიღებული. ის შეიცავს შეზღუდვებს ბიზნეს ანალიტიკისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზე (BI, CRM და ა.შ.)