Microsoft-ი პორტუგალიაში მონაცემთა დამუშავების ცენტრის კამპუსში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Microsoft Corp. პორტუგალიის სანაპიროზე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მონაცემთა დამუშავების ცენტრის კამპუსის მშენებლობაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
ეს იქნება კომპანიის მიერ წელს გამოცხადებულ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია. კომპანიის ცნობით, თანხები გამოყენებული იქნება ლისაბონიდან სამხრეთით დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარე ქალაქ სინესში მონაცემთა დამუშავების ცენტრის ასაშენებლად. Microsoft ამ პროექტს პორტუგალიელ დეველოპერ Start Campus-თან და ბრიტანულ სტარტაპ Nscale-თან თანამშრომლობით განახორციელებს.