Microsoft-ი და Nvidia ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Anthropic-ში 15 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ

Microsoft Corp.-ი და Nvidia Corp.-ი ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ში 15 მილიარდ დოლარამდე ერთობლივი ინვესტიციის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, Anthropic-მა გამოაცხადა Microsoft Azure-ის ღრუბლოვანი სერვისიდან დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ღირებულების გამოთვლითი სიმძლავრის შეძენის განზრახვა.
კომპანიები ერთმანეთის კლიენტები გახდებიან: Microsoft გამოიყენებს Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, ხოლო Anthropic – Microsoft-ის ინფრასტრუქტურას, განაცხადა Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელმა.
Anthropic, რომელიც 2021 წელს OpenAI-ის ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს, სექტემბერში ჩატარებული ბოლო დაფინანსების რაუნდის დროს 183 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”