Microsoft-ის კაპიტალიზაციამ ისტორიულ $3 ტრლნ-ს მიაღწია – Bloomberg

Microsoft-ის კაპიტალიზაციამ ისტორიულ $3 ტრლნ-ს მიაღწია – Bloomberg
Microsoft Corporation-ის კაპიტალიზაციამ 24 იანვარს ისტორიულ მაქსიმუმს, $3 ტრლნ-ს მიაღწია. კომპანია Apple-ის შემდეგ ის მეორე კომპანია გახდა, რომელმაც ამ დონეს მიაღწია. ამის შესახებ Bloomberg წერს.
Microsoft-ის აქციები 1,7%-ით, 405,63 დოლარამდე გაიზარდა გაიზარდა. საბაზრო საათებში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
სააგენტო წერს, რომ ეს ბარიერი ამყარებს Microsoft-ის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საჯარო ვაჭრობის კომპანიის სტატუსს. მან მცირე ხნით აჯობა Apple Inc.-ს, რომელიც გასულ წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც 3 ტრილიონ დოლარიან საბაზრო კაპიტალიზაციას მიაღწია, მაგრამ შემდგომში iPhone-ის მწარმოებელზე ქვემოთ ჩამოვარდა და მას შემდეგ 2 კომპანია ამ პოზიციებს ინარჩუნებს ბაზარზე.
Bloomberg-ი წერს, რომ ასეთი მაჩვენებლები AI-სა და მისი მოგებიანობის მიმართ ინვესტორების ენთუზიაზმზე მიუთითებს.
სააგენტოს მონაცემებით, ფისკალურ 2024 წელს, კომპანიის შემოსავალი თითქმის 15%-ით გაიზრდება, უფრო სწრაფად, ვიდრე მთლიანი ტექნიკური სექტორის.
ამ ზრდამ Microsoft-ის აქციები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახადა უოლ სტრიტზე. ანალიტიკოსთა 90%-ზე მეტი, მისი ყიდვის რეკომენდაციას იძლევა.
შეგახსენებთ, რომ Microsoft Corp.-ის კაპიტალიზაციამ, მიმდინარე წლის 11 იანვარს, მცირე ხნით გადააჭარბა Apple Inc-ის კაპიტალიზაციას. რაც არ მომხდარა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ. Microsoft-ის აქციები სესიაზე 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო Apple-ის აქციები 1.1%-ით დაეცა. შედეგად, Microsoft-ის კაპიტალიზაციამ მიაღწია $2.87 ტრილიონს, ხოლო Apple-ის საბაზრო ღირებულება $2.86 ტრილიონამდე დაეცა.