Microsoft -ში 3,3 მლრდ-იან მონაცემთა ცენტრს ხსნის – Reuters

Microsoft Corporation -ში, ვისკონსინის შტატში მაღალტექნოლოგიური მონაცემთა ცენტრს გახსნის, რომლის ღირებულება 3,3 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენი ვისკონსინს ეწვევა, რათა გამოაცხადოს Microsoft-ის გეგმები მონაცემთა ცენტრის აშენებაზე, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.
ობიექტი განთავსდება იმ მიწაზე, სადაც ტაივანის ელექტრონიკის მწარმოებელი Foxconn 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხნის აშენებას გეგმავს.
სანამ Foxconn მკვეთრად შეამცირებდა თავის გეგმებს, მას აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „მსოფლიოს მერვე საოცრება” უწოდა.
თეთრმა სახლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Microsoft-ის პროექტი შექმნის 2,3 ათასი სამუშაო ადგილს მონაცემთა ცენტრის მშენებლობაზე და კიდევ 2 ათასს მუდმივ სამუშაო ადგილს.
კორპორაცია მათ ოპერაციებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის, ათასობით ბიზნეს ლიდერს მოამზადებს.
შეგახსენებთ, რომ Microsoft-მა GPT-4-ზე დაფუძნებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი სპეციალურად ამერიკული სადაზვერვო სააგენტოებისთვის შეიმუშავა და ის ინტერნეტის გარეშე მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”