MGZAVREBI: კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია

მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია.
საქართველოს მომავალი ევროპაშია🇬🇪🇪🇺
ცნობისათვის, თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის საღამოს 8 საათზე დაიგეგმა “მგზავრების” კონცერტი ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე, სადაც მერიამ კონცერტზე დასასწრებად მოსახლეობა მიიწვია.

20 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე თბილისში იმართება მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. მარშის მონაწილეები ხუთი ადგილიდან დაიწყებენ მსვლელობას და თავისუფლების მოედანზე შეერთდებიან.
“და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე. ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი!” – წერენ მარშის ორგანიზატორები.

ასევე დაგაინტერესებთ