Meta ახალ ანგარიშში წერს, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაიშალა 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამ ანგარიში. მათივე განცხადებით, ეს ქსელი რუსული წარმოშობისაა და მისი სამიზნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია.
ანგარიშში საუბარია, რომ ქსელი ფიქტიური ახალი ამბების მეშვეობით მუშაობდა, რომელსაც განსხვავებული ბრენდირება ჰქონდა და სამიზნე ქვეყნებზე იყო ორიენტირებული.
Meta აღნიშნავს, რომ ამ ანგარიშის წერის დროს ფიქტიური საინფორმაციო გვერდები აგრძელებენ პოლიტიკური “ახალი ამბების” გამოქვეყნებას ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
“საქართველოში ისინი ეხმაურებოდნენ ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებს “უცხოური აგენტების კანონზე”, რითაც ისინი აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას “ქართულ ოცნებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
Meta-ს განცხადებით, არაავთენტური ქსელი იყენებდა, ასევე YouTube-ს, Telegram-სა და TikTok-ს, რათა “უფრო ლეგიტიმური გამოჩენილიყო” და ამ მპატფორმებისა და მკვლევარების შემოწმებასაც გამკლავებოდა.
Meta-ს ცნობითვე, ქსელის აღმოჩენაში მათ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED დაეხმარა.
ფორუმი
