Meta ყურსასმენებზე მუშაობს, რომელსაც AI და კამერა ექნება – The Information

Meta დაინტერესებულია ყურსასმენების შექმნაზე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა და კამერა ექნება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა უკვე განიხილა რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამის შესახებ The Information წერს.
ჟურნალისტებს Meta-ს 3-მმა თანამშრომელმა განუცხადა, რომ პროექტს Camerabuds ჰქვია.
ეს ყურსასმენები შეიძლება გამოყენებულ იქნeს ობიექტების იდენტიფიცირებისთვის ან ტექსტის უცხო ენებიდან თარგმნისთვის.
პროექტის დამტკიცება მოსალოდნელი იყო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მაგრამ თანამშრომლებმა უამრავი პოტენციური პრობლემა აღმოაჩინეს.
მაგალითად, გრძელ თმას შეუძლია დაფაროს კამერები, რაც თავის მხრივ ქმნის კონფიდენციალურობის პრობლემებს. ყურსასმენებში კამერებმა და ბატარეებმა შესაძლოა ყურსასმენის გადახურება გამოიწვიოს.
ყურსასმენების შექმნაზე და მასში AI-ს და კამერის ინტეგრირებაზე მუშაობენ Meta-ს კონკურენტები OpenAI და Apple.