Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს – CNN

„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და X-ის მსგავსად „საზოგადოების შენიშვნების“ პროგრამაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მისი თქმით, ფაქტის გადამმოწმებლები პოლიტიკურად მიკერძოებული იყვნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს.
“ვცვლით ფაქტების შემმოწმებლებს Community Notes-ით, ვამარტივებთ ჩვენს პოლიტიკას და ყურადღებას გავამახვილებთ შეცდომების შემცირებაზე”, – განაცხადა „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა.
მისივე თქმით, ს პირველად არჩევის შემდეგ ტრადიციული მედია დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობდა, რამაც კომპანიას ბიძგი მისცა ამ შეშფოთებებისთვის კომპლექსური მიდგომით ეპასუხა, თუმცა რაც მეტი ინკლუზიურობისთვის შეიქმნა, გამოიყენებოდა მოსაზრებებისა და განსხვავებული იდეების ადამიანების ჩასახშობად. ცუკერბერგი აცხადებს, რომ ეს პროცესი ძალიან შორს წავიდა“ და ცენზურის სახე მიიღო.
აღნიშნული ცვლილებები თავდაპირველად, მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე იქნება ხელმისაწვდომი.
მან ვიდეომიმართვაში 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ “უკანასკნელი კულტურული შემოტრიალების მომენტს ჰგავს კიდევ ერთხელ, გამოხატვისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ”. ზაკერბერგი ამბობს, რომ META “ფესვებს დაუბრუნდება”, რაც გულისხმობს შეცდომების შემცირებას, პლატფორმებზე დაწესებული წესების გამარტივებასა და თავისუფალი გამოხატვის აღდგენას.
“მას შემდეგ, რაც ტრამპი პირველად აირჩიეს 2016 წელს, ტრადიციული მედია გაუჩერებლად წერდა, როგორი საფრთხე იყო მცდარი ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიისთვის. ჩვენ ვეცადეთ გვეპასუხა ამ წუხილებისთვის ისე, რომ სიმართლის მსაჯულები არ გავმხდარიყავით. თუმცა, ფაქტჩეკერები პოლიტიკურად მიკერძოებულები გახდნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით კი -ში.” – განაცხადა ცუკერბერგმა.
META-ს დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ პლატფორმებზე – Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის პოსტებს კვლავ წინ წამოწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია