Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტს ჯუდი დენჩი, ჯონ სინა და სხვა ვარსკვლავები გაახმოვანებს

Instagram-ისა და Facebook-ის მფლობელმა Meta-მ გაამხილა, რომ მის ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტს მსახიობების ჯუდი დენჩი და ჯონ სინა გაახმოვანებენ.
BBC-ს ცნობით, შესაბამისი განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა, სადაც კომპანია თავის ტექნოლოგიურ სიახლეებს წარადგენს.
ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მომხმარებლებს ექნებათ საშუალება მიიღონ ინფორმაცია აკვაფინას, კიგან მაიკლ კეისა ან კრისტენ ბელის AI-ს ვერსიებისგან.
ამასთან, ღონისძიებაზე მან წარადგინა შევსებული რეალობის სათვალე Orion-ის პირველი მომუშავე პროტოტიპი და ისაუბრა იმ ახალ ფუნქციებზე, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი მომხმარებლებს მომავალში შესთავაზებს. კერძოდ, Meta-ს ჩატბოტი ამოიცნობს ობიექტებს, რომლებსაც მომხმარებელი ფოტოს უღებს და მათ შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ასევე, დაეხმარება მომხმარებლებს ფოტოების რედაქტირებაში, ხმოვანი ინსტრუქციების მიღების შემდეგ.
Meta-ში განმარტავენ, რომ მათ ხელოვნურ ინტელექტს ამ ეტაპზე 400 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, მათგან 185 მილიონი კი ამას ყოველკვირეულად აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ