ამერიკული Meta, რომელიც სოციალურ ქსელებს „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამს“ ფლობს, 2026 წლის ბოლოსთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით რეკლამის შექმნისა და მიზნობრიობის სრულად ავტომატიზაციას გეგმავს, წერს The Wall Street Journal–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
Meta უკვე სვთავაზობს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს არსებული რეკლამების ვარიაციების შესაქმნელად და მათში მცირე ცვლილებების შესატანად, სანამ მათ Facebook-სა და Instagram-ზე მიზანმიმართულად გამოავლენს. ახლა კომპანიას სურს, რომ ხელოვნურ ინტელექტს რეკლამების ნულიდან შექმნის საშუალება მისცეს.
