Meta-ს პროდუქტებზე წვდომა აღდგენილია

ფეისბუკი, ინსტაგრამი და მესენჯერი 5 მარტს, საღამოს, დაახლოებით 19:20 საათზე გლობალურად გაითიშა, რაც ათეულ მილიონობით მომხმარებელს შეეხო.
გათიშვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. Facebook-ის წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.
“ჩვენ ვიცით, რომ ხალხს გაუჩნდა ჩვენს პროდუქტებზე წვდომის პრობლემები”, – დაწერა ენდი სტოუნმა.
Downdetector-ის მონაცემებით, 300 000-ზე მეტი შეტყობინება ფეისბუქის, ხოლო 20 000 ზე მეტი შეტყობინება ინსტაგრამის გათიშვაზე დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა