Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, WhatsApp-ი შეფერხებით მუშაობს.
მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ.
Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა.
Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი “რეპორტი” შევიდა.
მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა Meta-მ და აღნიშნა, რომ პრობლემაზე მუშაობენ. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებელს.
“ვიცით, რომ ტექნიკური პრობლემა ზოგიერთ მომხმარებელს უზღუდავს წვდომას ჩვენს აპლიკაციებზე. ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ნორმალურ მდგომარეობას დაბრუნდეს, რაც შეიძლება სწრაფად და ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის”, – წერია Meta-ს განცხადებაში, რომელიც პლატფორმა X-ზე ვრცელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში