Meta-მ OpenAI-ის თანამშრომლებს გადასაბირებლად 100 მილიონი დოლარის ბონუსი შესთავაზა – სემ ოლტმენი

OpenAI-ის ხელმძღვანელი სემ ოლტმენი ამბობს, რომ მისი გუნდის წევრებმა Meta-სგან მნიშვნელოვანი შეთავაზებები მიიღეს. მისი თქმით, Meta-მ OpenAI-ის თანამშრომლებს გადასაბირებლად 100 მილიონი დოლარის ბონუსი შესთავაზა, ამის შესახებ Reuters წერს.
თუმცა როგორც ოლტმენი აცხადებს, რომ ჯერჯერობით მის თანამშრომლებს სხვა კომპანიაში გადასვლა არ გადაუწყვეტიათ.

გამოცემის ინფორმაციით, Meta, რომელსაც Facebook, Instagram და WhatsApp ეკუთვნის, ცდილობს, გააძლიეროს ხელოვნური ინტელექტის მიმართულება და ახლახან 14 მილიარდი დოლარი დახარჯა სტარტაპ Scale -ის 49%-ის შესაძენად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ